დასახელება:
ოჯახის ექიმის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
არდი დაზღვევა
|
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
|
სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი პროვაიდერი კლინიკა
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, თვეში 2 შაბათი 10:00-14:00.
ფუნქცია-მოვალეობები
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
** ოჯახის ექიმისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** ოჯახის ექიმის მიერ პაციენტისათვის დანიშნული ამბულატორიული სერვისებისა და/ან დანიშნული მედიკამენტების პროგრამული ასახვა საგარანტიო ბარათების სახით;
** საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ასისტირება დანიშნულ კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევაზე ან სპეციალისტის კონსულტაციაზე;
** საჭიროების შემთხვევაში პაციენტის მომდევნო ვიზიტის დაგეგმვა, ვიზიტზე ჩაწერა;
** პაციენტთა ოჯახის ექიმთან მიღების საათების დარეგულირება, ჩაუწერელი პაციენტების მიღების რიგის მართვა;
** პაციენტთა მოკითხვა;
** ოჯახის ექიმის კაბინეტისათვის საჭირო ინვენტარისა და საკანცელარიო ნივთების საჭიროებების შეფასება და მოთხოვნის უზრუნველყოფა.
განათლება:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ინგლისური - (B1-B2)
** MS Office პროგრამების ცოდნა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: Career@ardi.ge. გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "ოჯახის ექიმის ასისტენტი"
სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
|
|
|
|