დასახელება:
სასწავლო პროცესების კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
ნუტრიმაქსი
|
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
|
"ნუტრიმაქსი" საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.
კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე. სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.
დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: www.nutrimax.ge
კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესების კოორდინატორის პოზიციაზე.
პოზიციაზე მივესალმებით როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ კომუნიკაბელურ, აქტიურ, შედეგებსა და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს.
სამუშაო ადგილი - თბილისი, ზემო ფონიჭალა
დაქვემდებარება - HR მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი - 09:30 - 17:30 (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება - 2000 ლ. (Net)
დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან), კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის შიდა სასწავლო პროცესების მხარდაჭერა და საქმიანობის კოორდინაცია;
** სასწავლო პროცესისთვის საჭირო მატერიალური და ტექნიკური რესურსის უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა ინსტრუქტაჟი საოპერაციო და ადმინისტრაციულ საკითხებზე;
** საჭიროების შემთხვევაში გარე ტრენინგების დაორგანიზება, თანმხლები დოკუმენტაციის მოწესრიგება და შესაბამისი წესით დაარქივება;
** გარე სწავლებების შეფასების უზრუნველყოფა;
** სასწავლო პროცესთან დაკავშირებული შიდა საკომუნიკაციო არხების გაუმჯობესება/განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
** თანამშრომელთა ონბორდინგის პროცესში ჩართულობა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული რეპორტინგის წარმოება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციული ან პროექტების მართვის (ტრენინგების ან სხვა სასწავლო პროექტების კოორდინირების) მიმართულებით;
** სასურველია HR - ის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 27 ნოემბრის ჩათვლით, მისამართზე: recruiting@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სასწავლო პროცესების კოორდინატორი".
ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
|
|
|
|