დასახელება:
ადმინისტრატორი, მოლარე-კონსულტანტი, დიასახლისი, მუშა-მერჩენი
|
მომწოდებელი:
ზღაპარი
|
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
|
კომპანია "ზღაპარი" შეიქმნა 2006 წელს, დღეს ჩვენი ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს 46 მარკეტს. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.
ზღაპრისთვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.
თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიებს ზუგდიდის ფილიალში (სოფელი ჭითაწყარი)
დარბაზის ადმინისტრატორის სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 08:00-15:30 კვირაში 6 დღე
** ანაზღაურება: 850 ₾ + ბონუსი
მოვალეობები:
** დარბაზში პროდუქციის განლაგების/შევსების კონტროლი.
** საჭიროებისამებრ თანამშრომელთა მიერ შესრულებული საქმიანობის კონტროლი.
** სამუშაოს დაწყება დასრულებისას სავაჭრო სივრცის გაღება/დაკეტვა.
** სავაჭრო დარბაზში წესრიგის უზრუნველყოფა. (პროდუქციის დროული განთავსება სავაჭრო დახლზე, უსარგებლო ნარჩენების (მუყაოს ყუთი, პოლიეთილენის პარკები) ეტლებისა და კალათების სავაჭრო დარბაზიდან გატანის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება
** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.
მოლარე-კონსულტანტის სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 08:00-17:00/15:00-24:00
** დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე ურთიერთშეთანხმებით
** ანაზღაურება: 800 ₾ + ბონუსი
მოვალეობები:
** მომხმარებელთან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება პროდუქციის შესყიდვის პროცესში.
** სალაროზე გატარებული პროდუქციის ასორტიმენტისა და ფასის შესაბამისობის შედარება შესაძლებლობის შესაბამისად.
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა საკუთარ სექციაში არსებული პროდუქციაზე.
** საკუთარი სექციის შევსებასა და ვადიანობაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება-არ არის სავალდებულო
** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.
დიასახლისის სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი დილის და საღამოს სმენა: (სმენაში 4 საათი) კვირაში 6 დღე
** ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ₾
მოვალეობები:
** სავაჭრო დარბაზში და მის მიმდებარედ სისუფთავის უზრუნველყოფა.
** მაღაზიის კუთვნილ სველ წერტილებსა (სამზარეულო/საპირფარეშო) თანამშრომელთა
** სამუშაო ადგილის სისუფთავის უზრუნველყოფა.
მუშა-მერჩენის სამუშაო პირობები:
** სამუშაო დღეები: 09:00-17:00 კვირაში 6 დღე
** ანაზღაურება: 800 ₾
მოვალეობები:
** პროდუქციის დასაწყობება ნორმების დაცვით
** საწყობიდან პროდუქციის დარბაზში გამოტანა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე სასურველია
** უნარ-ჩვევები - დეტალებზე ორიენტირებულობა და სხარტი აზროვნების უნარი.
(გთხოვთ გაითვალისწინეთ: კანონის თანახმად, კომპანიაში დასაქმების შემთხვევაში, 18-27 წლის ასაკის მამაკაცებისათვის, სავალდებულოა სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის ან გათავისუფლების დამადასტურებელი ცნობის წარდგენა)
ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით: https://zgapari.ge/career/ ან გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv1@zgapari.ge (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, ასევე ადგილმდებარეობაც).
|
|
|
|