დასახელება:
კონტენტ/ოფის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ოაზის ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
|
შპს "ოაზის ჯორჯია", IT დისტრიბუტორი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას კონტენტ/ოფის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 09:30-18:30 სთ, შაბათი მოკლე სამუშაო დღე.
ანაზღაურება: 1000-1300 ლ დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე.
შესასრულებელი სამუშაო:
** საიტზე პროდუქტის მახასიათებლების, სურათების, დასახელებების, ანოტაციების დამუშავება და ატვირთვა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, დროულად რეაგირება და შესაბამისად გადამისამართება;
** პროგრამაში მუშაობა და მითითებული პროდუქციის აღრიცხვა;
** გაყიდვების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ხელმძღვანელისგან მიღებული სხვადასხვა სახის დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** აუცილებელია: რუსული და ინგლისური ენების მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
** გამართულად მეტყველების და წერის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** თავაზიანობა და კეთილგანწყობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
** ეფექტური დროის მენეჯმენტი და ორგანიზების კარგი უნარი;
** სასურველია 1C-ში მუშაობის გამოცდილება
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართებზე: oasis.georgia.ge@gmail.com
|
|
|
|