Робота для біженців з України
მარაგების მართვის/საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარაგების მართვის/საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ლაინ-მედია
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
შპს "LINE MEDIA" აცხადებს ვაკანსიას მარაგების მართვის/საწყობის მენეჯერის პოზიციაზე (საავტომობილო ზეთები და ავტოკოსმეტიკა).

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი.
სამუშაო საათები: კვირაში 2 დღე დასვენება.
ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი 1500 ლარიდან.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში მიმდინარე პროცესების კონტროლი
** სანიტარული მდგომარეობის კონტროლი და მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მიერ წესრიგის დაცვა.
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის დავალებების გადანაწილება და შესრულების კონტროლი.
** საქონლის მიღება, აღრიცხვა და დასაწყობების პროცესის კონტროლი.
** საწყობში არსებული პროდუქციის მარაგების მონიტორინგი (რაოდენობა, შენახვის პირობები, სწორი განლაგება).
** სასაქონლო მარაგების ნაშთების კონტროლი
** წუნდებული პროდუქციის მართვა
** საწყობის ყოველთვიური ინვენტარიზაცია პროგრამაში არსებულ ნაშთებთან შესადარებლად .
** ყოველდღიური რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან.

უნარები /პიროვნული კომპეტენციები :

** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა.
** პუნქტუალურობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი.

აუცილებელი მოთხოვნები

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** სასაწყობე პროგრამაში 1 С მუშაობის გამოცდილება
** მართვის მოწმობა B კატეგორია, ტარების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** ინგლისური და რუსული ენის საბაზისო დონეზე ცოდნა

კანდიდატის ინფორმაცია ფოტოსურათთან ერთად (აუცილებლად) გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: line.media.georgia@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე