Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ბლიც დენტალი
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი / ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
"ბლიც დენტალი" - კახაბერ ხარებავას კლინიკა აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ვერა, ქუჩიშვილის N11
სამუშაო გრაფიკი: ცვლის მიხედვით (მათ შორის შაბათ -კვირა) არანაკლებ 40 საათისა, ნორმირებული განრიგი
ანაზღაურება: 1000-1200 ლარი (შედგება ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსისგან)

ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტების რეგისტრაცია;
** ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
** პაციენტების ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ;
** დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
** ახდენს პაციენტების ინფორმირებას სამედიცინო მომსახურების ღირებულების შესახებ
** ახორციელებს ანგარიშსწორებას. სალაროაპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად;
** აწარმოებს სამედიცინო დოკუმენტაციას (რეგისტრაციის ჟურნალი)კლინიკაში დადგენილი წესით;
** უზრუნველყოფს ფორმა 100-დან ინვოისში მანიპულაციების გადატანას და ატანს პაციენტს მოთხოვნილ დოკუმენტაციას;
** პაციენტებთან დაგეგმილი და ჩასატარებელი გამოკვლევებისა და მანიპულაციების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** გახსნილი ისტორიის რეგისტრაციის არქივში დაარქივება და საჭიროების შემთხვევაში მათი პაციენტისთვის მოძიება;
** დღის ბოლოს პროგრამაში ყველა განხორციელებული რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედარება;
** კომპეტენციის ფარგლებში პაციენტისთვის შესაბამისი ინფორმაციის დროული მიწოდება;
** პაციენტის მომსახურებასთან დაკავშირებული სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება და დაარქივება/შენახვა არსებული წესების დაცვით, კომპეტენციის ფარგლებში;
** პაციენტებისთვის ვიზიტების შეხსენება;
** კლინიკის ასისტენტებსა და ექიმებთან შესაბამისი დროული კოორდინაცია;
** პაციენტის მხრიდან უკმაყოფილების შემთხვევაში საჩივრის ფორმის შევსება;
** პაციენტებისთვის ვიზიტების შეხსენება. გამავალი ზარების განხორციელება;
** კლინიკის ასისტენტებსა და ექიმებთან შესაბამისი დროული კოორდინაცია;
** პაციენტის მხრიდან უკმაყოფილების შემთხვევაში საჩივრის ფორმის შევსება;
** კლინიკაში შემოსული ზარის დროული პასუხი. შესაბამისი ინფორმაციის გაცემა და კითხვებზე პასუხი. პაციენტის ჩაწერა. წარმოშობილი რიგების მართვა, თავისუფალ სპეციალისტებთან პაციენტების გადანაწილება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება და ადმინისტრირების უნარები;
** სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა.

უნარები და პიროვნული კომპეტენციები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებულობა.

ენები:

** ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი;
** ინგლისური (სავალდებულო); გამომდინარე სამედიცინო ტურიზმიდან
** რუსული (სავალდებულო საშუალო დონეზე), გამომდინარე სამედიცინო ტურიზმიდან.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოგვიგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე tgegeshidze@blitsdental.com - სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემიხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე