Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=594090&print=yes&view=jobs
 
დირექტორის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დირექტორის თანაშემწე
მომწოდებელი: ბს/2 ჯორჯია
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი / ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
"ბს/2 ჯორჯიას" გუნდი ეძებს დირექტორის თანაშემწეს

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/). კომპანია ემსახურება საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. "ბს/2 ჯორჯიას" რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.

Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00 1სთ. შესვენება)
მდებარეობა: ქ. თბილისი, დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის 6 (უზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას)

აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

** დირექტორის ადმინისტრაციული მხარდაჭერა, კომპეტენციის ფარგლებში/კალენდრისა და კორესპონდენციის მართვა, შეხვედრების დაგეგმვა;
** დღის წესრიგის მომზადება, მასალების დაგზავნა, საჭირო მხარეების ინფორმირება;
** დირექტორის დავალებით დეპარტამენტებს შორის შეხვედრების ორგანიზება, კოორდინირება;
** დირექტორის ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით, ავიაბილეთების დაჯავშნა/შეძენა, სამოგზაურო დაზღვევების, სასტუმროს და ტრანსპორტისა უზრუნველყოფა;
** კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაო პროცესების შესახებ რეპორტების მომზადება;
** დირექტორის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა;
** დირექტორის შეხვედრის შემაჯამებელი პროტოკოლების შედგენა და ანგარიშების მოსმენა;
** დირექტორის შეხვედრების ორგანიზება და კომპანიაში მოსული სტუმრების გამასპინძლება;
** დირექტორისთვის ინფორმაციის განახლება დაგეგმილი ან/და მიმდინარე პროექტების ეტაპების შესახებ;
** კომპეტენციის ფარგლებში დირექტორის დამატებითი დავალებების შესრულება.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა C2 ან C1 დონეზე;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს;
** Fit pass ბარათს;
** სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელმისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - დირექტორის თანაშემწე

აღნიშნულ მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ბს/2 ჯორჯიამ" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნებისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია