Робота для біженців з України
საფირმო მაღაზიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საფირმო მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი / ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია 1961 წელს დაარსდა, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტს.

კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი.

ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: http://www.vake.ge/, https://www.facebook.com/vakeproducts/

შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე" აცხადებს ვაკანსიას საფირმო მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქ.თბილისში.

ლოკაცია: ნაძალადევი - რეხის ქუჩა N6 (ხუდადოვის N95);
სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერის ან ადმინისტრატორის პოზიციაზე;
ფოტოსურათი: აუცილებელია;
ანაზღაურება: ფიქსირებული - 1 300 ლარი, ბონუსი - 200-400 ლარამდე;
სამუშაო გრაფიკი: სრული - კვირაში 2 დღე დასვენება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საფირმო მაღაზიების თანამშრომლების: მოლარე-ადმინისტრატორებისა და კონსულტანტების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;
** მაღაზიის გეგმის შესრულების მაჩვენებლის განსაზღვრა და მართვა;
** შრომის უსაფრთხოების, გარემოს უსაფრთხოებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დანერგვა/მართვა საფირმო მაღაზიაში;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, სამუშაო გრაფიკების შემუშავება, შესრულებული სამუშაოს შეფასება, შესაბამისი სწავლებების უზრუნველყოფა;
** მენეჯმენტთან პერიოდული რეპორტინგი;
** ორგანიზაციული პროცესების შეფასება და მუდმივ ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებად სტაჟირებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass;
** 10 %-იან ფასდაკლებას ჩვენს უგემრიელეს ხორცპროდუქტზე;
** კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@vake.ge და სათაურის ველში - "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 555 283 183.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე" თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

მოგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი პერსონალური მონაცემების შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე"-სთვის გაგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს კომპანიაში არსებულ/სამომავლო ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, თქვენი თანხმობა აუცილებელია შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

აქვე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. ამასთან, უფლება გაქვთ მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება წერილობით შემდეგ ელფოსტაზე info@vake.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, გმირი კურსანტების ქუჩის II შეს. N7.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ წინამდებარე ვაკანსიაზე განხილვის გარდა, გაცნობებთ, რომ თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა განხილულ იქნას კომპანიაში არსებულ/სამომავლო ნებისმიერ სხვა პოზიციაზე.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ დაიკავებთ ვაკანტურ პოზიციას შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე"-ში, თქვენ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე