Робота для біженців з України
ავტობუსის მძღოლი - დედოფლისწყარო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტობუსის მძღოლი
მომწოდებელი: ჰანიველ ცემენტი
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
"ჰანიველ ცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. "ჰანიველ ცემენტი" კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად "ჰანიველ ცემენტი" ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

"ჰანიველ ცემენტი" აცხადებს ვაკანსიას დედოფლისწყაროში არსებულ კირქვის კარიერზე ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: დედოფლისწყარო, კირქვის კარიერი
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში მუშაობა, კვირაში არა უმეტეს 40 საათისა.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

** საქალაქთაშორისო გადაზიდვების შესრულება წარმოების საჭიროებიდან გამომდინარე;
** წარმოების საჭიროებიდან გამომდინარე მენეჯმენტის მიერ განსაზღვრული თანამშრომლების ტრანსპორტირება ქარხანაში/ქარხნიდან დღის ნებისმიერ მონაკვეთში;
** "ავტოტრანსპორტის წინასამგზავრო დათვალიერების ჟურნალი"-ს წარმოება;
** მის სარგებლობაში არსებულ ტექნიკის მოვლა;
** აგრეგატის ტექნიკური მომსახურეობა, მასზე არსებული წვრილმანი პრობლემების აღმოფხვრა და ხელმძღვანელის ინფორმირება;
** სამუშაო იარაღის გამართულობის კონტროლი და უზრუნველყოფა;
** სამუშაო იარაღებისა და მასზე დარიცხული ინვენტარის მოფრთხილება და დანიშნულებისამებრ გამოყენება;
** უშუალო მენეჯერის დავალებული სხვადასხვა საქმიანობის შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
** ავტობუსის ძირითადი და დამხმარე დეტალების რემონტების განხორციელება და მათი ტექნიკური მდგომარეობის დიაგნოსტიკა;
** კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** პროფესიული განათლება;
** საზეინკლო უნარ-ჩვევები;
** D კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საზეინკლო უნარ-ჩვევები;
** სწრაფი რეაგირება მოვლენებზე;
** ავტობუსზე და სატვირთოზე გამოცდილება;
• პასუხისმგებლიანი.

არსებული ბენეფიტები:

** კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას;
** ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად;
** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@cement.ge. (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ავტობუსის მძღოლი (დედოფლისწყარო).

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე