დასახელება:
ბუღალტერ-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
დეტექტი
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
|
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "DETECT" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.
შპს "დეტექტი" მაღალკვალიფიციურ სამონტაჟო ჯგუფებსა და გამოცდილ პერსონალს აერთიანებს. კომპანია მუდმივად მიისწრაფვის ინოვაციებისა და განვითარებისაკენ. ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო სივრცეს და ინდივიდუალურ გარემოს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი N73
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე
ანაზღაურება: გამოცდილებიდან გამომდინარე
პასუხისმგებლობები:
** შემოსავლების სამსახურის საიტზე მუშაობა RS.ge
** საბუღალტრო გატარებების წარმოება;
** ხელფასების, ბონუსების აღრიცხვა
** დახარჯული მასალების ყოველთვიური ჩამოწერა
** სხვა მსგავსი საბუღალტრო ოპერაციების შესრულება
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსებში, საბუღალტრო სფეროში;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე და საბუღალტრო პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Excel);
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
** RS.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
პიროვნული უნარები/კომპეტენციები:
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** მოწესრიგებულობა
ბენეფიტები:
** ფიტპასი;
** დაზღვევა.
კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:
** CV-ის განხილვა;
** გასაუბრება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@detect.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ბუღალტერ-ოპერატორი"
|
|
|
|