Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: საქკაბელი
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
სს "საქკაბელი" 1958 წელს დაარსდა და დღემდე საქართველოში საუკეთესო კაბელს და ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს. "საქკაბელს" მინიჭებული აქვს ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი მაღალი ხარისხის მენეჯმენტის დარგში, 2018 წელს კი, მიენიჭა ISO 45001:2018 სერტიფიკატი ჯანმრთელობისთვის არასაზიანო და უსაფრთხოების სისტემის მქონე პროდუქტის წარმოებისთვის და მიწოდებისთვის. კომპანია ხარისხის ფონდის სრულყოფილი წევრია და ფლობს ხარისხის ნიშანს.
"საქკაბელის" პროდუქცია აკმაყოფილებს ევროპის კანონმდებლობას ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის შესაბამისობის შესახებ და თავისუფალი ვაჭრობის საშუალებას იძლევა ევროპის ბაზარზე.

"საქკაბელის" მიზანი ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლება და საექსპორტო ბაზარზე გასვლაა. ჩვენი მისიაა, შეტანილი წვლილით გავხდეთ ევროპის ნაწილი და დავამკვიდროთ სტანდარტები.

სს "საქკაბელი" ამჟამად გთავაზობთ დასაქმებას და აცხადებს ვაკანსიას თბილისში, საწყობის მენეჯერის (საწყობიდან ხდება პროდუქციის რეალიზაციაც) პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** საწყობის თანამშრომელთა საქმიანობის დაგეგმვა, მათ შორის საქმის გადანაწილება და საქმიანობის წარმართვა და მონიტორინგი;
** საწყობში პროდუქციის განსაზღვრული წესის დაცვით მიღება და დასაწყობება, პროდუქციის შესაბამისი წესით განლაგების უზრუნველყოფა;
** საწყობიდან პროდუქციის დროულად და წესის შესაბამისად გაცემა - დატვირთვისა და გაშვების უზრუნველყოფა;
** მაღაზიების მარაგების მუდმივი კონტროლი და შეკვეთების დროულად განთავსება;
** შეკვეთების მიღება, ანალიზი, პროცესების კოორდინაცია, კონტროლი და შესრულება;
** გარკვეული პერიოდულობით ინვენტარიზაციისა და აღწერების პროცესში ჩართულობა;
** საქონლის უკან დაბრუნებისას ფინანსური საბუთების სრულყოფილად შექმნა;
** საწყობში პროდუქციის და სხვა ინვენტარის სწორ განლაგებაზე მუდმივი ზრუნვა, საჭიროების შემთხვევაში იდეების/წინადადებების შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის გაზიარება;
** საწყობში შემოსული ახალი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად მიღება და ანალიზი;
** საწყობში მოსული კლიენტების მომსახურების უზრუნველყოფა - მათთვის პროდუქციის აგროვებისა და დატვირთვის;
** კლიენტებთან ანგარიშწორებისა და საწყობიდან გაყიდული პროდუქციის აღრიცხვის უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ტექნიკური მიმართულებით)
** მინიმალური გამოცდილება: საწყობის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** სასურველია საკაბელო პროდუქციის ცოდნა

უნარები:

** მაღალი მოტივაცია
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა

თუ გსურთ დასაქმდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@sakcable.ge. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - საწყობის მენეჯერი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გახსოვდეთ, რომ ინფორმაციის გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, რომლებიც თავად გაგვიზიარეთ და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sakcable.ge
ადამიანური რესურსები, თანამშრომელთა პროფესიული ზრდა და განვითარება სს საქკაბელის მთავარი ღირებულებაა და კომპანია დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ობიექტურობისა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე