Робота для біженців з України
გადაუდებელი საოპერაციო განყოფილების ექთნის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გადაუდებელი საოპერაციო განყოფილების ექთნის თანაშემწე
მომწოდებელი: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
"თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას გადაუდებელი საოპერაციოს ექთნის თანაშემწის პოზიციაზე.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურება ტარდება.

ადგილმდებარეობა: ჩაჩავას 1;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 17:00 საათამდე;
ანაზღაურება: 700 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტთა საექთნო მოვლის საკითხებში მონაწილეობა;
** ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში;
** საქმესთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი III სემესტრიდან.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე Hr@vivomedical.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გადაუდებელი საოპერაციოს ექთნის თანაშემწე" ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577154015

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე