Робота для біженців з України
ანალიტიკოსი ხარისხის კონტროლის ლაბორატორიაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანალიტიკოსი ხარისხის კონტროლის ლაბორატორიაში
მომწოდებელი: GM Pharma
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
"GM Pharmaceuticals" წარმოადგენს 24 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.

"GM Pharmaceuticals"-ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კოპმანიის საექსპორტო ქვეყნებში.

"GM Pharmaceuticals" აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე ხარისხის კონტროლის ლაბორატორიაში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა
გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, ცვლიანი განრიგი (6 საათიანი სამუშაო დღე)

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** სტაბილურ სამსახურს;
** კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** გაწმენდილი და სასმელი წყლის, სუბსტანციის, შემავსებლის, ნახევარ პროდუქტის, ახალი პროდუქციის რენტაბელობის ანალიზი. მზა პროდუქტის ლაბორატორიული ანალიზები შესრულება;
** პროცესის, დაყოვნების, დასუფთავების ვალიდაციის, სტაბილურობის, მეთოდის ტრანსფერის, ვერიფიკაციის და სხვა ტიპის ანალიზების შესრულება;
** მონაცემების დამუშავება, გამოთვლების, მეთოდის შეფასებების წარმოება;
** თანმდევი დოკუმენტაციის ზედმიწევნით დამუშავება, სპეციალური ფორმების, როგორებიცაა ანალიზის ფურცელი, სარეგისტრაციო ჟურნალი, გარემოს და ხარისხის პარამეტრების ფორმების წესების სრული დაცვით შევსების უზრუნველყოფა;
** "ანალიზის ფურცლის" მიღებისას შედეგების გაფორმების სიზუსტის გადამოწმების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ფარმაცევტული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი ფარმაცევტულ ანალიზში ან ქიმიაში);
** ფარმაცევტული კომპანიის, დამოუკიდებელ ან საუნივერსიტეტო ლაბორატორიაში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება - ფარმაცევტულ წარმოებასთან და ხარისხის კონტროლის ლაბორატორიასთან დაკავშირებულ გამოცდილებას);
** სასურველია ლაბორატორიულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის ძლიერი უნარ-ჩვევები;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დისციპლინირებულობა, აკურატულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ღიაობა და სიახლეებისთვის მზაობა;
** კოლეგიალურობა და გუნდურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2024 წლის 01 დეკემბრისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ GM PHARMA ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე