Робота для біженців з України
კაფეტერიის მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კაფეტერიის მზარეული
მომწოდებელი: GM Pharma
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
"GM Pharmaceuticals" წარმოადგენს 24 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.

"GM Pharmaceuticals"-ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში.

"GM Pharmaceuticals" აცხადებს ვაკანსიას კაფეტერიის მზარეულის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00, ყოველი მეორე შაბათი - 10:00-18:00

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს;
** კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება, დახარისხება, დასტიკერება/დათარიღება და პროცედურის შესაბამისად განთავსება;
** შეფ-მზარეულის მიერ შედგენილი მენიუსა და კალკულაციის/რეცეპტის შესაბამისად, კერძებისა და დესერტის მომზადება ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით;
** მომდევნო დღისთვის შედგენილი მენიუს შესაბამისად, წინასწარი სამუშაოების განხორციელება;
** ფურშეტების და სხვა ღონისძიებების დროს კერძებისა და დესერტების მომზადება, სერვირება და მათი განთავსება საპრეზენტაციო ადგილზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან პროფესიული განათლება;
** სასურველია მზარეულის პროფესიული განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** HACCP-ის სტანდარტისა და სამზარეულოს ჰიგიენური პროცედურების ცოდნა;
** მენიუს, რეცეპტების და ტექნოლოგიური ბარათების შედგენის წესების ცოდნა;
** სასურსათო პროდუქტების (მათ შორის ნედლეულის) დამუშავების ტექნიკების ცოდნა;
** მზარეულის პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2024 წლის 01 დეკემბრისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ GM Pharmaceuticals ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე