დასახელება:
ფართების მოძიების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ორი ნაბიჯი
|
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
|
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ფართების მოძიების სპეციალისტის პოზიციაზე ბიზნესის განვითარების დეპარტამენტში.
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
სამუშაო საათები: 09:00-18:00 სთ
ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 1
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** თბილისსა და რეგიონებში ფართების მოძიება კომპანიაში დადგენილი სტანდარტებისა და პირობების მიხედვით, პირობების შესახებ ინფორმაციის დაზუსტება.
** მოძიებულ ფართების შესახებ ინფორმაციის წარდგენა ლოკაციის, მოსახლეობის სიმჭიდროვის და სხვა მახასიათებლების შესახებ უშუალო მენეჯერთან და დეპარტამენტის ხელმძღვანელთან.
** მოლაპარაკებების წარმოებისა და ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ჩართულობა უშუალო მენეჯერთან ერთად.
** ფართის შეფასების პროცესში შესაბამისი კომუნიკაცია ტექნიკური სამსახური წარმომადგენლებთან, უშუალო მენეჯერის მითითებების მიხედვით.
** კონკურენტების სავაჭრო ობიექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება და რეესტრის წარმოება.
** სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა.
** აუცილებელია მოლაპარაკებების წარმოებისა და საველე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
თუ თქვენ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითო ვაკანსიის დასახელება "ფართების მოძიების სპეციალისტი".
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 ნოემბერი, 2024 წელი
გისურვებთ წარმატებებს!
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
|
|
|
|