Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=593801&print=yes&view=jobs
 
რეგიონული მენეჯერი - რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონული მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
კომპანია აცხადებს რამდენიმე ვაკანსიას რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, კახეთში, შიდა ქართლი/სამცხესა და ქვემო ქართლში.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: შესაბამისი რეგიონი (პოზიცია ითვალისწინებს რეგიონის მასშტაბით აქტიურ გადაადგილებას კომპანიის ობიექტებზე).
** ანაზღაურება: ფიქსირებული 2500 ლარი.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობა;
** "ფიტპასის" მომსახურება;
** საწვავით უზრუნველყოფა.

ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპანიის ავტოგასამართი სადგურების ქსელის მართვა რეგიონის ჭრილში (თანამშრომელთა მართვა, ადმინისტრაციული პროცესების მართვა, ტექნიკურ- სამეურნეო პროცესების მართვა);
** კომპანიის შინაგანაწესის, კვალიფიკაციისა და მომსახურების სტანდარტით დადგენილი ნორმების მუდმივი მონიტორინგი;
** აქტიური გაყიდვებისა და ხარისხიანი მომსახურების მოდელების დანერგვა და მუდმივი მონიტორინგი;
** რეგიონის ჭრილში ავტოგასამართი სადგურების ყოველდღიური მხარდაჭერა არსებული პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უზრუნველსაყოფად;
** ობიექტებზე მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დროული რეაგირება;
** პერიოდულად დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან შეხვედრების გამართვა, აქტუალური საკითხების მათთვის გაცნობის, მათი ინფორმირებულობის, ჩართულობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით;
** პრობლემური სიტუაციების მართვა (როგორც თანამშრომლებს, ასევე მომხმარებელსა და თანამშრომელს შორის);
** გასატარებელი ღონისძიებების კოორდინაცია სხვადასხვა რგოლებს შორის და მათი შესრულების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების/მენეჯმენტის მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
** თანამშრომლისთვის მოტივაციისა და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა.

კანდიდატთა შერჩევა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancyproject2024@gmail.com 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ - "რეგიონული მენეჯერი - კახეთი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია