დასახელება:
ბინის სარემონტო სამუშაოების პროექტის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
მონოლით ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "მონოლით ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ბინის (ბინების) სარემონტო სამუშაოების პროექტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 4000 (ლარი) NET გამოცდილების შესაბამისად.
ძირითადი ფუნქციები:
** სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე ბინის სარემონტო სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი;
** სამშენებლო პროექტის დაგეგმვაში მონაწილეობა - პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა, სამშენებლო სამუშაოების ვადების განსაზღვრა, სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ტექნიკური და ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრა და სხვა;
** სამშენებლო პროექტის ფინანსური კონტროლი, რეგულარული ჩართულობა პროექტის ბიუჯეტირებაში;
** ქვეკონტრაქტორების მიერ სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხის და ვადის, შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;
** პერიოდული ანგარიშის მომზადება.
** რეგულარულ შეხვედრებზე დასწრება და რეპორტინგი.
** შესრულებული სამუშაოს ფორმა #2-ს რევიზია და დადასტურება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობა);
** აუცილებელია სარემონტო პროექტების მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (AutoCAD, ArchiCAD, Micorsoft Office).
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@monolith.ge. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მოწოდებით, თქვენ ეთანხმებით შპს "მონოლით ჯგუფი პლუსის" და მისი ჯგუფის კომპანიების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას თქვენი დასაქმების მიზნებისთვის და ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა, ასევე დამუშავდეს, ჩვენს ორგანიზაციაში მომავალ სამუშაო შესაძლებლობებზე ინფორმირებისა ან სხვა პოზიციაზე დასაქმების მიზნით, თუ თქვენი მხრიდან არ არის მსგავს შემთხვევებზე თანხმობა გამოხმობილი.
ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს უსაფრთხოდ, ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ შესაბამისი პერსონალისთვის და ისინი შეინახება გონივრული ვადით. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი მონაცემების სისწორეზე, ნებისმიერმა ცრუ ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი განაცხადის უარყოფა ან დასაქმების შემდგომ დისციპლინური პასუხისმგებლობა.
თქვენ გაქვთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული ყველა უფლებამოსილება. თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით შეკითხვების/მოთხოვნების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე: hr@monolith.ge
|
|
|
|