Робота для біженців з України
უფროსი არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი არქიტექტორი
მომწოდებელი: სტუდია 9
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
"სტუდია 9" წარმოადგენს არქიტექტურულ კომპანიას, რომელიც წარმატებით საქმიანობს საქართველოში 2012 წლიდან არქიტექტურის, ქალაქგეგმარების, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით.

კომპანიის ვებგვერდი: https://www.studio9.ge/

"სტუდია 9" აცხადებს ვაკანსიას უფროსი არქიტექტორის პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:

** საპროექტო წინადადებების დეტალიზაციაში, მომზადებაში, კონცეფციის შემუშავებაში, ესკიზის შედგენა-დამუშავებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** საპროექტო დავალებისა და შედგენილი ესკიზის მიხედვით პროექტის სანებართვო პროცედურებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება, თანმდევი აუცილებელი დოკუმენტების მოპოვება-მომზადება.
** არქიტექტურული პროექტის მუშა დოკუმენტაციის სრული პაკეტის მომზადება. საპროექტო დავალების მიხედვით მთლიანი საპროექტო დოკუმენტაციის სისტემატიზაცია დამკვეთისათვის გადასაცემად;
** პროექტის განხორციელებისას წამოჭრილი საინჟინრო-ტექნიკური და არქიტექტურული საკითხების განხილვა;
** 41-ე დადგენილების მიხედვით შესაბამისი ნახაზების შედგენა;
** საზედამხედველო პროცედურების განხორციელება;
** მუნიციპალიტეტში შესატანი შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Archicad, AutoCAD)
** ჩაითვლება უპირატესობად დამატებითი პროგრამების ცოდნა (Lumion, Revit)

პიროვნული თვისებები:

** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრეატიულობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@studio9.ge. წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე