Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება - უმცროსი სამუშაოთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება - უმცროსი სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: დომუს კონსტრაქშენი
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
კომპანია "დომუს კონსტრაქშენი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას უმცროსი სამუშაოთა მწარმოებლის თანამდებობაზე.

სტაჟირების პროგრამა არის უნიკალური შესაძლებლობა სამშენებლო ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის და ახალ კურსდამთავრებულებისთვის, რომ მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება სამშენებლო სამუშაოთა წარმოების და მშენებლობის ხარისხის მართვის მიმართულებებში. სტაჟირება დაგეხმარებათ გაიღრმაოთ ცოდნა და განივითაროთ პროფესიული უნარები მრავალფეროვანი როტაციების საშუალებით.

სტაჟირება მოიცავს:

** კონსტრუქციული და არქიტექტურული ნახაზების შედარება და მშენებლობის წარმოება მოცემული პროექტის მიხედვით, ლაფსუსის, შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ რეაგირება, უშუალო მენეჯერთან კოორდინაციით, კონსტრუქტორებთან და არქიტექტორებთან კომუნიკაცია და ხარვეზის გამოსწორების საჭიროების ინიცირება;
** მშენებლობის გეგმის მიხედვით, შესასრულებელი სამუშაოების ეფექტიანი პრიორიტეტიზაცია;
** სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის გრაფიკის შემუშავების და დანერგვის მიზნით, დაგეგმილი სამუშაოების გრაფიკის ფარგლებში მიმდინარეობის უზრუნველყოფა, გეგმის შესაძლო ცვლილებაზე უშუალო მენეჯერის დროული ინფორმირება;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოებაში ჩართულობა;
** ხარისხის მართვის გეგმის, ინსპექტირებისა და ტესტირების გეგმების ზედმიწევნით ზუსტად შესრულების უზრუნველყოფა;
** ხარისხის კონტროლის გეგმების შემუშავება, განხორციელება და ადმინისტრირება;
** შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა და ანგარიშგებაში ჩართულობა.

სტაჟირებისთვის სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი-სამშენებლო-საინჟინრო მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული.

სასურველი ცოდნა და უნარები:

** ქართული, ინგლისური, რუსული ენების ცოდნა (გამართული და ზეპირი კომუნიკაცია)
** MS Office Programs; AutoCAD; ArchiCAD
** დროის, პრიორიტეტების ეფექტიანად განაწილების უნარი - მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა;
** გუნდურობა - საკუთარი და გუნდის წარმატებაზე პასუხისმგებლობის აღქმა;
** გაურკვევლობებთან გამკლავება;
** ენერგიულობა;
** თვით-განვითარებაზე ზრუნვა.

სტაჟირების პერიოდი: 6 თვიდან 1 წლამდე

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოგზავნეთ ელ.ფოსტის მისამართზე career@domusi.com. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 15/11/2024

"დომუს კონსტრაქშენი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე