Робота для біженців з України
სპეც. ინსტრუმენტებისა და სახარჯი მასალების საწყობის მენეჯერი - ორხევი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სპეც. ინსტრუმენტებისა და სახარჯი მასალების საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, თეგეტა მოტორსის გუნდში სპეციალური ინსტრუმენტებისა და სახარჯი მასალის საწყობის მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** საწყობში შემოსული სახარჯი მასალებისა და ინსტრუმენტების აღრიცხვა, დასაწყობება და აღრიცხვის (დანაკლისების და მეტობის) შედეგების მიწოდება მარაგების დეპარტამენტისთვის;
** საწყობში არსებული პროდუქციის აღრიცხვა და აღრიცხული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გაგზავნა მარაგების დეპარტამენტისთვის;
** მექანიკოსებზე გაცემული ინსტრუმენტების აღრიცხვა;
** საჭიროების შემთხვევაში სხვა ფილიალებიდან/საწყობიდან პროდუქციის გამოწერა ან/და გადაწერა; მექანიკოსებზე გაცემული სახარჯი მასალების პროდუქციისSAP-ERP-ში ასახვა;
** დაზიანებული, ამორტიზირებული ან დაკარგული ინსტრუმენტების ასახვა და აქტების შედგენა;
** სერვისის თანამშრომლისთვის საჭიროების შემთხვევაში მივლინების განაცხადის გაკეთება;

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება;
** საწყობის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;

მაშინ,

ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.

გამოაგზავნე განაცხადი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე