Робота для біженців з України
რეგიონული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონული მენეჯერი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით. კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა. ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 400 ფილიალზე მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე .

ფუნქცია მოვალეობები:

** დაქვემდებარებაში არსებული მაღაზიების სამუშაო პროცესების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** მაღაზიების სამუშაო პროცესების დაგეგმვა და მისი შესრულების კონტროლი;
** მაღაზიის თანამშრომლებისთვის მათ შესასრულებელ საქმიანობასთან დაკავშირებული ან/და კომპანიაში არსებული მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სავაჭრო ობიექტებზე ვიზიტის განხორციელება და შიდა განლაგებების, პროდუქციის პლანოგრამების დაცვის უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ობიექტებზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** მაღაზიაში ფულადი სახსრების კონტროლი, მათ შორის ხურდისთვის გამოყოფილი თანხის ლიმიტი, ყოველდღიურად რეალიზაციიდან მიღებული თანხის ჩარიცხვის აპარატზე შეტანის უზრუნველყოფა;
** საჭიროებისამებრ, მაღაზიის მომარაგება ხურდითა და საწვავით გენერატორისთვის;
** მაღაზიებში სასაქონლო მარაგების კონტროლი, გაყიდვადი პროდუქციის მუდმივად მარაგებში არსებობის უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ობიექტიდან ვადაგასული, ჭარბი, გაუქმებული და შეუსაბამო პროდუქციის უკან დაბრუნების პროცესის კონტროლი;
** ობიექტზე თანამშრომელთა დასწრების აღრიცხვის ჟურნალის (ტაბელის) კონტროლი და მისი სწორად შევსების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების ანალიზის წარმოება დღეების და მაღაზიების ჭრილში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - უმაღლესი.
** სამუშაო გამოცდილება - საცალო გაყიდვების მიმართულებით ქსელის მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** მართვის მოწმობა - B კატეგორია, ავტომობილის მართვის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილებით.

ტექნიკური უნარები/ცოდნა:

** MS Office პროგრამების ცოდნა - Word, Excel, PowerPoint (საშუალო დონეზე).
** სააღრიცხვო პროგრამის ძირითადი ფუნქციების ცოდნა, სასურველია პროგრამა c1-ის ცოდნა.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09 სთ-დან 18 სთ-მდე.
ანაზღაურება: ფიქსირებულს პლუს ბონუსი.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hr1@magniti.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება subject- ში, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

"მაგნიტი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე