დასახელება:
მაღაზიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
|
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.
"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით.
კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.
ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 450 ფილიალზე მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქუთაისში.
ძირითადი მოვალეობები:
** სასაქონლო ნაშთებისა და მარაგების მართვა;
** პროდუქციის შეკვეთა და საჭიროების შემთხვევაში მიღება/მითვლა;
** პროდუქციის ჩამოწერა ან/და მომწოდებლისთვის დაბრუნება;
** პროდუქტის ვადის კონტროლის მუდმივი უზრუნველყოფა;
** ახალი SKU-ს მიღების შემთხვევაში მისი პროგრამაში იდენტიფიცირება და შეკვეთის ორგანიზება;
** Top გაყიდვადი პროდუქციის ანალიზი/იდენტიფიცირება და შესაბამისი მარაგების განსაზღვრა/დაგეგმვა/შეკვეთა;
** სააქციო პროდუქციის მარაგების კონტროლი;
** უზრუნველყოს ფილიალის მიერ გეგმების შესრულება და აღნიშნულის კონტროლი;
** განახორციელოს დაქვემდებარებული პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
** სალარო ოპერაციების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება - სასურველია უმაღლესი.
** სამუშაო გამოცდილება - საცალო-საბითუმო გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცილებას).
** საოფისე პროგრამების ცოდნა - აუცილებელია (საშუალო დონეზე).
** უცხო ენების ცოდნა - სასურველია.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარი.
** ორგანიზებული.
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათს: 10:00 - საათიდან 14:00 საათამდე.
დასვენების დღე: კვირა.
ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hr@magniti.ge, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება, ან დაგვიკავშირდით ნომ: 032 2 121 121, 595914704.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|