Робота для біженців з України
ატრაქციონის მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ატრაქციონის მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: Hopihop
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
"Hopihop" არის საბავშვო ბატუტის პლატფორმა, რომელიც წარმოდგენილია თბილისი მოლში.

"Hopihop"-ის მიზანია მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის მომსახურება და უზრუნველყოს ბავშვების მხიარული განწყობა.

"Hopihop" გთავაზობთ დასაქმებას ატრაქციონის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

** სამუშაო ადგილი: 16 კმ აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი მოლი;
** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 სამუშაო საათი; ორშაბათი-პარასკევი 6 საათი, შაბათ-კვირა 8 საათიანი სამუშაო ცვლა;
დასვენების დღეები: კვირაში 1 დღე;
** ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი 200-250 ლარის ოდენობით.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის თავაზიანი მომსახურების გაწევა. კომპანიაში არსებული მომსახურებისა და ფასების შესახებ სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** მარტივი სალარო ოპერაციების შესრულება;
** ბავშვების მიღება და მათთვის დახმარების გაწევა ბატუტზე;
** პლატფორმის ყოველდღიური კონტროლი.

მოთხოვნები:

** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავაზიანი მომსახურების უნარი;
** შრომისმოყვარე, მხიარული, ენერგიული.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@hopihop.com.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მოლარე ოპერატორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე