დასახელება:
შიდა კონტროლის უმცროსი სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ორი ნაბიჯი
|
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
|
თუ მეგობრობ ციფრებთან, ფლობ ანალიტიკურ უნარებს, მზად ხარ განვითარებისათვის და გსურს მიიღო გამოცდილება ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ საცალო გაყიდვების კომპანიაში, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს შიდა კონტროლის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში
რა იქნება ფუნქცია-მოვალეობები?
"2 ნაბიჯის" ფილიალებში ვიზიტების განხორციელება პროდუქციის ინვენტარიზაციის მიზნით, ასევე სააქციო მაჩვენებლების, ფასმაჩვენებლების და ვადების კონტროლი, საბოლოო ეტაპზე კი ანგარიშის მომზადება და მონაცემების პროგრამაში ასახვა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სამუშაო დღეების თავად დაგეგმვის შესაძლებლობას - აირჩიე კვირის განმავლობაში სასურველი ხუთი დღე სამუშაოდ. თუ ხარ სტუდენტი, არჩევანის შესაძლებლობა დაგეხმარება სწავლა და სამსახური ეფექტურად შეათავსო
** მეგობრულ სამუშაო გარემოს - სადაც მუდმივად ვზრუნავთ, მხარს ვუჭერთ და ვამხნევებთ ერთმანეთს
** საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს - კვების პროდუქტების საცალო გაყიდვების სფერო ძალიან დინამიკური და სწრაფად ცვალებადია, რაც განსაკუთრებულად მრავალფეროვანს ხდის სამუშაო პროცესებს
** ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურებას (საწვავი, ავტომობილის ცვეთა)
** ჯანმრთელობის დაზღვევას
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00 - 18:00
** ანაზღაურება: 1300 ლარი.
ვაკანსიის მოთხოვნები:
** საკუთარი ავტომობილი
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.
მზად ხარ ახალი გამოწვევებისათვის?
მაშინ გამოგვიგზავნე რეზიუმე ელმისამართზე HR@orinabiji.ge. სათაურის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: "შიდა კონტროლის უმცროსი სპეციალისტი - იმერეთი".
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15 ნოემბერი, 2024 წელი.
ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|