Робота для біженців з України
ექთნის თანაშემწე/რეინჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთნის თანაშემწე/რეინჯერი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ექთნის თანაშემწის/რეინჯერის თანამდებობაზე სხვადასხვა განყოფილებაში.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.

სამუშაო გრაფიკი: ოთხ დღეში ერთხელ, 24 საათიანი მორიგეობები ან ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო სპეციალიზებული განათლება, პროფესია - ექთანი/მედდა, ექთნის თანაშემწე;
** მისაღებია, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები;
** სასურველია, შესაბამისი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** გაიდლაინების მიხედვით მუშაობა - ასეპტიკა, ანტისეპტიკა;
** პაციენტის მოვლაში ექთნის დახმარება კლინიკაში არსებული პროცედურებისა და პროტოკოლების შესაბამისად;
** პაციენტების უსაფრთხო ტრანსპორტირება კლინიკის შიდა სივრცეში;
** პაციენტების ბიოლოგიური მასალის/დოკუმენტაციის ლაბორატორიისათვის მიწოდება;
** შიდა პროტოკოლების დაცვა;

პიროვნული თვისებები:

** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა, გულისხმიერება;
** ორგანიზებულობა, აკურატულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 30.11.2024-მდე ელ. მისამართზე: vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე