დასახელება:
ვიდეოკონტენტის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჯანსაღი კვების ობიექტი
|
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
ახალი კომპანია ჯანსაღი კვების სექტორში აცხადებს ვაკანსიას კონტენტ-მენეჯერის პოზიციაზე.
გრაფიკი: სრული განაკვეთი, მოქნილი გრაფიკი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს მიმოხილვა:
ჩვენ ვეძებთ ნიჭიერ და კრეატიულ კონტენტ კრეატორს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს. იდეალურ კანდიდატმა უნდა იცოდეს კონტენტ პლატფორმა და სურვილი ქონდეს შექმნას მიმზიდველი, მაღალი ხარისხის ვიდეო კონტენტი, რომელიც მორგებული იქნება ჩვენს აუდიტორიაზე. ვიდეო კონტენტი უნდა შეიქმნას სხვადასხვა სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის სთორები, რილსები, ვიდეო-რგოლები და ლაივ ვიდეოები სოციალური მედიის ყველა აქტიური პლატფორმისთვის. მან უნდა გამოიყენოს აღნიშნული ფორმატები ბრენდის წარმოსაჩენად, აუდიტორიის მაქსიმალური ჩართულობისა და გაყიდვების გასაზრდელად.
ძირითადი მოვალეობები:
ვიდეო კონტენტის სტრატეგია:
** ცოცხალი კონტენტის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, რომელიც მოიცავს სთორებს, ვიდეო-რგოლებს და ლაივ ვიდეო ფორმატებს სოციალურ მედიაში.
** უზრუნველყოს კონტენტის შესაბამისობა მარკეტინგულ კამპანიებთან და კომპანიის მიზნებთან.
სოციალური მედია პლატფორმები:
** კონტენტის შექმნა და განთავსება კომპანიის ყველა აქტიურ სოცმედია პლატფორმაზე.
** პოპულარული პლატფორმების შესახებ სპეციფიკებისა და ტენდენციების ცოდნა და გუნდთან გაზიარება.
ვიზუალური კონტენტის:
** მომხმარებლისთვის საინტერესო სთორების და ვიდეო-რგოლების შექმნა, რომლებიც ეფექტურად წარმოაჩენენ კომპანიის პროდუქტების მახასიათებლებსა და უპირატესობებს.
** კრეატიული ვიზუალებისა და თხრობის ტექნიკების გამოყენება, რათა მოხდეს მომხმარებლების მხრიდან ჩართულობის ამაღლება.
აუდიენციის ჩართულობა:
** კონტენტის მაყურებლების კომენტარებსა და კითხვებზე პასუხის გაცემა რეალურ დროში, ურთიერთკავშირის და ერთიანობის გრძნობის გასაღრმავებლად.
** კითხვა პასუხის სესიებისა (Q&A) და გამოკითხვების (Polls) ჩატარება მაყურებლების ჩართულობის ასამაღლებლად.
** კონტენტის ანალიტიკა;
** მაყურებლების რაოდენობებისა და მათი ჩართულობის მონიტორინგი მომავალი კონტენტის რელევანტურობის გასაუმჯობესებლად;
** მაყურებლების ინსაითების გამოვლენა კონტენტის დასახვეწად და საბოლოო შედეგების გასაუმჯობესებლად;
** ხარისხის მუდმივი კონტროლი
** კონტენტის თითოეულ პლატფორმასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
** მაღალი ხარისხის ვიდეო და აუდიო სტანდარტების დაცვა და შენარჩუნება.
აუცილებელი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)
** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა
** ციფრული არხების, კონტენტის და ტრენდების ცოდნა
** Premiere Pro სრულყოფილად ცოდნა
** კონტენტის მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** SEO პრინციპებისა და ონლაინ მარკეტინგის სტრატეგიების ცოდნა
ანაზღაურება - კონკურენტული. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vacancy@nutri.org.ge. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|