Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=593533&print=yes&view=jobs
 
ფინანსური გარანტიების ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური გარანტიების ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც უკვე 20 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე როგორც საცალო, ასევე, კორპორაციული დაზღვევის მიმართულებით. "ირაო" ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 100%-ით ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია. დღეისათვის ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს თბილისისა და რეგიონების ოფისებში.

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური გარანტიების ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; კვირაში 40 საათი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ხელშეკრულებების მომზადება ოქმის პირობების მიხედვით და ხელმოწერის უზრუნველყოფა;
** დოკუმენტების დაარქივება;
** ინფორმაციის პროგრამულად ასახვა;
** ფინანსურ გარანტიებთან დაკავშირებული პროცესის მართვა/მონიტორინგი.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია საბანკო / სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ხელშეკრულებებთან, დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@irao.ge; სათაურის ველში (subject) გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

ირაო გისურვებთ წარმატებას!

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია