დასახელება:
ტრანსპორტირების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
PepsiCo
|
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 25 ნოემბერი
|
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეოთხე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს ტრანსპორტირების სპეციალისტის თანამდებობაზე ლოგისტიკის გუნდში.
სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა / ჰიბრიდული (40 სთ კვირაში)
ძირითადი მოვალეობები:
** გადაზიდვების უზრუნველსაყოფად სატრანსპორტო საშუალებების დროული მიწოდების ორგანიზება, კოორდინირება და კონტროლი
** სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია სატრანსპორტო საშუალებების დროული მიწოდების, გადაზიდვისა და თანმხლები დოკუმენტაციის გამოგზავნის მიზნით
** პარტნიორ სადისტრიბუციო კომპანიებთან კომუნიკაცია პროდუქციის მიწოდების დროის და თანმხლები დოკუმენტაციის შესახებ
** შიდა სისტემაში მუშაობა - სხვადასხვა მონაცემების შეყვანა, დასრულებული სატრანსპორტო მოქმედებების სტატუსების ასახვა
** შესაბამისი ფინანსური დავალიანებების დროული გადახდის უზრუნველყოფა ფინანსურ დეპარტამენტთან თანამშრომლობით
** თვის დახურვის პროცესში მონაწილეობა, ანგარიშსწორების შედარება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება გადაზიდვების შესახებ
** გადაზიდვების შესახებ სხვადასხვა სახის პრეტენზიების მართვა, კერძოდ კლიენტებისგან მიღებული ინფორმაციის დამუშავება, საპრეტენზიო დოკუმენტების პაკეტის მომზადება, გაგზავნა და მათი დაკმაყოფილების სტატუსების შემოწმება
კანდიდატის პროფილი:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ლოგისტიკის/ეკონომიკის ან სხვა ტექნიკური მიმართულებით
** 1+ წლიანი სამუშაო გამოცდილება სატრანსპორტო/ლოგისტიკის სფეროში მსგავსი ოპერაციების მიმართულებით
** ქართული ენა თავისუფლად, ინგლისური - B1+ დონეზე
** MS Office პროგრამების ცოდნა, სასურველია 1С
** ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტირების უნარი
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები
** მოტივირებული, შედეგზე ორიენტირებული
რას გთავაზობთ?
** ხელმძღვანელთა და გუნდის წევრთა მუდმივი მხარდაჭერა
** ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 25 ნოემბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
|
|
|
|