დასახელება:
თანაშემწე/თარჯიმანი
|
მომწოდებელი:
BCAGC
|
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
|
ა (ა)იპ "აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატა", რომელიც აერთიანებს აზიისა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოების მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებს - მათ შორის წევრობის მსურველ ფიზიკურ პირებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან სამხრეთ კავკასიის საინვესტიციო გარემოთი, ან/და განიხილავენ აქ არსებულ კომერციულ შესაძლებლობებს. ორგანიზაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას იხილავთ: https://bcagc.org
ორგანიზაცია ეძებს ენთუზიაზმით სავსე და მოტივირებულ ადამიანს - გუნდის ახალ წევრს, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწის/თარჯიმნის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო დრო: სრული სამუშაო გრაფიკი, კვირაში ორი დასვენების დღე;
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით;
ფუნქცია-მოვალეობები:
** პირველი ვიცე პრეზიდენტის სამუშაო კვირისა და დღის გრაფიკის შედგენა და შესრულების კონტროლი;
** პირველი ვიცე პრეზიდენტის მიერ დანიშნული თათბირების, შეხვედრებისა და სატელეფონო საუბრების ორგანიზება, პარტნიორების დახვედრა და სხვა საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა;
** თათბირებისა და შეხვედრების ოქმების მომზადება საჭიროების შემთხვევაში;
** ოფიციალური კორესპონდენციების/წერილების მომზადება და ადრესატთან გაგზავნის უზრუნველყოფა;
** პირველი ვიცე პრეზიდენტის დაქვემდებარებული დეპარტამენტების მიერ შესრულებული კორესპონდენციების/წერილების რედაქტირება;
** პირველი ვიცე პრეზიდენტის მიერ დასმულ საკითხებზე სხვადასხვა კვლევისა და დეტალური ინფორმაციის მოძიება;
** პირველი ვიცე პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი მასალებისა და საბუთების დროული მოძიება და მომზადება;
** პირველი ვიცე პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში ინფორმაციის მიღება და ადრესატისათვის ამ ინფორმაციის დროული და შეუფერხებელი გადაცემა;
** პირველი ვიცე პრეზიდენტის მითითებით, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა ღონისძიებებზე დასწრება და კომპანიის აქტიური წარმოჩენა;
** ორგანიზაციის სოციალური მედიის მენეჯერთან კოორდინაცია, ნებისმიერი ინფორმაციისა და მის ხელთ არსებული ფოტო/ვიდეო მასალის მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი შეხვედრისა თუ ღონისძიების აღწერა;
** პირველი ვიცე პრეზიდენტის მითითებების შესაბამისად, სხვადასხვა შეხვედრებზე დასწრება, ეფექტური მოლაპარაკების წარმოება;
** ორგანიზაციის თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება;
** პირველი ვიცე პრეზიდენტის პირადი სოციალური ქსელების (LinkedIn, Twitter) მართვა და შემოსულ შეტყობინებებზე დროული რეაგირება;
** საჭიროების შემთხვევაში მთარგმნელობითი ფუნქციების შესრულება: დოკუმენტების თარგმნა ან/და პირველი ვიცე პრეზიდენტის დახმარება მთარგმნელობითი კუთხით პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოებისას;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ რეპორტის წარმოება;
** პირველი ვიცე პრეზიდენტის სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.
** სასურველია არაბული ენის ცოდნა.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gsr.ge; გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწე/თარჯიმანი".
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
|
|
|
|