დასახელება:
სერვისის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
პისიშოპ.ჯი
|
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
|
შპს "პისიშოპ.ჯი", კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა. კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების კომპიუტერული ტექნიკის და ელექტრონიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/
კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის თანამშრომლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
ხელფასი: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
სამუშაო საათები: 10-დან 19 საათამდე.
სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:
** სერვისში მოსულ მომხმარებლებთან ურთიერთობა, შეკვეთების მიღება და გაფორმება;
** კომპანიის და მისი კლიენტების კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მხარდაჭერა;
** პროგრამული უზრუნველყოფების ინსტალაცია, კონფიგურაცია და მხარდაჭერა;
** კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მხარდაჭერასთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** კომპიუტერის აწყობა;
** ნაშთების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისურო ენის ფლობა და სასურველია რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პრეზენტაბელურობა;
** მოტივირებულობა;
** თვითშესწავლის უნარი
** სიახლეების ძიების სურვილი და თვითგანვითარებაზე ზრუნვა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სწავლას და კარიერულ წინსვლას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: vacancy@pcshop.ge. გთხოვთ, ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ სათაურის ველში.
|
|
|
|