Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: თურსა
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: საწყობის თანამშრომელი

მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #116.
ხელფასი: 1500-დან 1900 ლარამდე (ხელზე ასაღები თანხა)

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის დასაწყობება არსებული წესების შესაბამისად;
** საწყობში შეკვეთების მომზადება;
** საწყობში პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა;
** შეატყობინოს ხელმძღვანელს მიღებულ პროდუქციაში დეფექტური და წუნდებული საქონლის არსებობის შესახებ;
** მატერიალური ფასეულობების აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** მომსახურების სტანდარტების, დისციპლინარული და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
** შეასრულოს დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული ვალდებულებები.

სამუშაო საათები: დღეში 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია მართვის მოწმობა;
** ფიზიკურად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა და არსებული სტანდარტების დაცვის უნარი
** სასურველია მსგავსი სამუშაო გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: Tursahr@gmail.com გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - "საწყობის თანამშრომელი (თბილისი)"

კომპანიის შესახებ:

შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე