დასახელება:
უმცროსი იურისტი
|
მომწოდებელი:
სამშენებლო კომპანია
|
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
|
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ბიზნეს მიმართულებების სამართლებრივი მხარდაჭერა, კონსულტაციის გაწევა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე, მათ შორის, სახელშეკრულებო ურთიერთობები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხი, სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელ -სამართლებრივი საკითხები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი საკითხები და სხვა;
** საკანონმდებლო სიახლეებისა და იურიდიული პრაქტიკის ანალიზი, მოთხოვნების იმპლემენტაცია, რისკების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
** კორპორატიული დოკუმენტაციის (ოქმები, წესდების ცვლილებები და ა.შ.) მომზადება და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია იუსტიციის სახლში ან სამშენებლო დეველოპერულ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება);
** ინგლისური ენის ცოდნა (B2/C1) იურიდიულ დოკუმენტებთან სამუშაოდ;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, და პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი ეფექტურად აღმოფხვრის შესაძლებლობა;
** ანალიტიკური და კვლევის უნარები;
** ინიციატივიანობა, გუნდის მხარდაჭერაზე მობილიზებულობა.
ლოკაცია: ისანი;
სამუშაო დრო: კვირაში 40 საათი;
ხელფასი: 1500 ლარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე: constructiontbilisi@gmail.com. აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.
|
|
|
|