დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
დომუს კონსტრაქშენი
|
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
|
კომპანია "დომუს კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ოფისში ვიზიტორების მიღება, სწორი გადამისამართება
** ოფისში ჩანიშნული შეხვედრებისთვის შეხვედრის სივრცის მზაობის მართვა და უზრუნველყოფა
** კომპანიის საინფორმაციო ელ. ფოსტის მართვა, შემოსულ წერილებზე დროული რეაგირება და სწორი გადამისამართება.
** კომპანიაში შემოსულ ზარებზე პასუხი, სწორი გადამისამართება
** ოფისის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზების და მხარდაჭერის კუთხით აქტიური ჩართულობა
** ბრძანებების/წერილების მომზადება, ადმინისტრირება, ფაილინგი
** სარეკლამო აბრების, მაკეტების, სავიზიტო ბარათების დამზადების კოორდინაცია
** თანამშრომელთა/პარტნიორების მივლინებების ადმინისტრაციული მხარდაჭერა (ფრენების განსაზღვრა, ბილეთებისა და სასტუმროს დაჯავშნა)
** საოფისე ინვენტარის და საკანცელარიო ნივთების შეკვეთა და მოწოდების კონტროლი
** დოკუმენტების თარგმნისა და ნოტარიულად დამოწმების პროცესის კოორდინაცია
** ოფისის მხარდაჭერა სხვა სახის ადმინისტრაციულ საკითხებში
სამუშაო საათები: 10:00-18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
ოფისის ადგილმდებარეობა: თბილისი, თამარაშვილის 13 ნ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი - ბაკალავრის ხარისხი
** სამუშაო გამოცდილება: მსგავსი ფუნქციების შესრულების მინ. 1 წლიანი გამოცდილება.
ცოდნა და უნარები:
** ქართული - გამართული კომუნიკაციის უნარი, როგორც წერითი, ასევე ზეპირი, (ლიტერატურული ნორმების შესაბამისად);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამები;
** სიზუსტე - ყურადღება დეტალების მიმართ;
** შრომისმოყვარეობა - მოტივირებულობა;
** თვითგანვითარება - ორიენტირება სწავლასა და თვითშემეცნებაზე;
** პასუხისმგებლობა - შედეგზე ორიენტირება;
** მიმღებლობა და ღიაობა უკუკავშირის მიმართ;
** ცვლილებებთან და სიახლეებთან სწრაფი ადაპტაცია;
** პრიორიტეტების/დროის ეფექტიანად განაწილების უნარი - ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** ნდობა და პატივისცემა მომხმარებლების/კოლეგების მიმართ - გუნდური მოთამაშე;
** პროცესების სრულყოფისკენ სწრაფვა - სიახლის და მუდმივი გაუმჯობესების სურვილი;
** თავაზიანობა, კეთილგანწყობა;
** ღია, პოზიტიური კომუნიკაცია.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე Career@domusi.com. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15/11/2024.
კომპანია ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილებები მიიღება აპლიკანტის კვალიფიკაციის საფუძველზე და არა რასის, კანის ფერის, ეროვნების, რელიგიის, სქესის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, სქესის იდენტურობის, ოჯახური მდგომარეობის ან სხვა კრიტერიუმების საფუძველზე, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდეს კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ის მიერ. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 2 წლის ვადისა; აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება, წაშლა. ამისათვის, გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Career@domusi.com.
|
|
|
|