დასახელება:
ასისტენტი უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრში
|
მომწოდებელი:
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
|
"ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრში ასისტენტის პოზიციაზე.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი დაარსების დღიდან ინარჩუნებს წამყვან პოზიციას თეორიული და პრაქტიკული განათლების სფეროში და ამგვარად, თითოეულ სტუდენტს სთავაზობს უნიკალურ საგანმანათლებლო პროგრამას.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ალექსიძის #10;
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-15:00 საათამდე;
** ანაზღაურება: 500₾ (ხელზე ასაღები);
ფუნქცია-მოვალეობები:
** ახდენს თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემავალი სასწავლო პროცესის განხორციელების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
** მის კომპეტენციას დაქვემდებარებულ საკითხებთან დაკავშირებით კორესპონდენციის მართვა და სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
** ახდენს მსმენელთა რეგისტრაციას, ჯგუფებში განაწილებას ხელშეკრულებით დადგენილი წესების თანახმად;
** ახორციელებს მსმენელთა აკადემიური მოსწრების პერიოდულ შემოწმებას;
** ახორციელებს მეცადინეობებზე მსმენელთა დასწრების მონიტორინგს;
** უზრუნველყოფს მსმენელებთან ხელშეკრულებების გაფორმებას;
** ახდენს კურსებზე/პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაციას;
** აწარმოებს მსმენელების პირად საქმეს;
** უზრუნველყოფს სერტიფიკატების შევსებას, აღრიცხვასა და გაცემას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
** ცენტრის მიზნებიდან გამომდინარე, ასრულებს ცენტრის უფროსის დავალებებს.
მოთხოვნები:
** ბაკალავრის მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული, სასურველია მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
შერჩევის ეტაპები:
** ტესტირება ინგლისურ ენაში;
** გასაუბრება (დაენიშნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV თანდართული ფოტოთი (ფოტოს გარეშე CV არ განიხილება) ელ-ფოსტაზე: vacancy@gau.edu.ge 10 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|