Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი - მუშა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი - მუშა
მომწოდებელი: მზიური
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი, ფერმა და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში საწყობის თანამშრომლის (მუშა) თანამდებობაზე.

აუცილებელი მოთხოვნები: საწყობში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

მოვალეობები:

** აკომპლექტებს მიღებულ შეკვეთებს;
** აწესრიგებს საწყობს, სწორად განალაგებს პროდუქციას კომპანიაში დადგენილი წესის შესაბამისად;
** აკონტროლებს პროდუქციის ვარგისიანობის ვადებს და ყურადღებას აქცევს კომპანიის კუთვნილი პროდუქციის ვარგისიანობის ვადების მიხედვით დალაგებას;
** სატრანსპორტო საშუალებებში (სატვირთო მანქანებში) ჩატვირთოს შეკვეთილი პროდუქცია, ასევე ჩამოტვირთოს სატრანსპორტო საშუალებებიდან მიღებული ან უკან დაბრუნებული პროდუქცია და დაასაწყობოს;
** ასრულებს ნებისმიერი სხვა სახის დავალებას, სხვადასხვა მითითებებს და დავალებებს, ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით.

პირობები:

** განაკვეთი - სრული
** სამუშაო საათები: 08:00 - 17:00
** ანაზღაურება : 1200-1500
** საწყობის მისამართი: თბილისი, დიდუბე, წერეთელის გამზირი 113დ.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარეობა
** გუნდურობა
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge

შენიშვნა: დასახელების ველში, აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე