დასახელება:
უმცროსი IT ბიზნეს ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
RSM Georgia Solutions
|
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
|
"არესემ საქართველო სოლუშენსი" პროგრამული უზრუნველყოფის ვენდორის SAP-ის პარტნიორია. კომპანია ახორციელებს გადაწყვეტილება SAP Business One-ის იმპლემენტაციას. SAP Business One წარმოადგენს ERP სისტემას, რომელიც ერთიან სისტემაში აქცევს და უზრუნველყოფს კომპანიის ბიზნეს პროცესების ოპტიმიზირებას.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს უმცროსი IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზაქარია ფალიაშვილის 85
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ფუნქცია-მოვალეობები:
** დამკვეთი ორგანიზაციის ბიზნეს საჭიროებების შესწავლა და ანალიზი;
** დამკვეთთან მუდმივი კომუნიკაცია, დასმული ამოცანების განხილვა და რეკომენდაციების გაწევა;
** ორგანიზაციის შიდა ტექნიკურ ჯგუფებთან ურთიერთობა;
** უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგის მომზადება და წარდგენა;
** უცხოელ და ქართველ ვენდორებთან კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, IT-ის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაზისო უნარ-ჩვევები;
** ფინანსების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენას ცოდნა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@rsm.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|