Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=593113&print=yes&view=jobs
 
საერთაშორისო შესყიდვების და ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო შესყიდვების და ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: Communal Company
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
"კომუნალ ჰოსფითალითი" წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მოიცავს კომუნალ ბრენდის ბუტიკ სასტუმროებს, კონცეპტუალურ რესტორნებს და კოქტეილ ბარებს.
"კომუნალ ჰოსფითალითი" 2017 წელს შეიქმნა და მას შემდეგ თბილისში, თელავში და ქუთაისშიკრეატიული პროექტები განახორციელა. კომუნალ ბრენდის სასტუმროებმა და რესტორნებმასაერთაშორისო აღიარება მოიპოვა გავლენიან გამომცემლობებში: ვოგი, თაიმ, ლე ფიგარო.
"კომუნალ ჰოსფითალითი" ორიენტირებულია კრეატიულ, თანამედროვე კონცეფციების შექმნა-დანერგვაზე, ევროპული მართვის მოდელზე და გუნდის წევრების მუდმივ განვითარებაზე.

"კომუნალ ჰოსფითალითი" აცხადებს ვაკანსია საერთაშორისო შესყიდვების და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის შესყიდვების ბიუჯეტისა და პროცესების დაგეგმვა, დანერგვა და პერიოდულად განახლება;
** ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე წარმოებისთვის საჭირო მასალის/პროდუქტის და მათი ფასების მოკვლევა;
** ძირითად მომწოდებლებთან მუდმივი კომუნიკაცია და სტრატეგიული თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ლოჯისტიკური და სასაწყობო საქმიანობის გამართულად, სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
** ტრანსპორტირების ციკლის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი;
** სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვის ხარჯების ოპტიმიზაცია;
** შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშების წარდგენა;
** უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მართვა და მათ განვითარებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** MS Office-ის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები/უნარები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლიანობა;
** ორგანიზებულობა;
** პრიორიტეტების სწორად დანახვის უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** ლიდერობა და გუნდის კოორდინაცია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ. გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@communalcompany.com. წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ "საერთაშორისო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია