Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კურსი.ჯი
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
ვალუტის კონვერტაციის პირველი ონლაინ პლატფორმა საქართველოში - "Kursi.ge" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე (სრული განაკვეთი).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და პირველადი კომუნიკაცია;
** დაინტერესებულ პირებთან მოლაპარაკების წარმოება;
** კორპორატიული შეკვეთების სრული ადმინისტრირება;
** პროდუქტის რეალიზება და ყოველთვიური გეგმის შესრულება;
** არსებულ და ახალ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება განმეორებითი გაყიდვების უზრუნველსაყოფად;
** რეპორტინგისა და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული მეტყველების უნარი;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით.

პიროვნული თვისებები:

** მოტივირებული;
** პოზიტიური;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობიანი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე info@kursi.ge და საგანში " (subject)" აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე