Робота для біженців з України
ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 25 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 25 ნოემბერი
ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "HPM", რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ჩვენი მიზანია:

** შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
** განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ამჟამად კომპანია "HPM"-ში ჩვენ ვეძებთ ხარჯთაღმრიცხველს და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ, მოქნილ, სამართლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

ხარჯთაღმრიცხველის ფუნქციები:

** პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით;
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობის მიღება;
** შედარება კომპანიის შიდა ხარჯების აღრიცხვის დოკუმენტაციასთან;
** პროექტის განხორციელების საჭირო სამშენებლო სამუშაოების და მასალების საბაზრო ღირებულების დადგენა და აღრიცხვა;
** ხარჯების აღრიცხვის წარმოება და შესაბამისი დოკუმენტაციის (მოცულობათა უწყისი, ერთეულის ფასწარმოქმნის დოკუმენტები და სხვ.) მომზადება, როგორც სამშენებლო, ასევე სარემონტო მიმართულებით;
** ფორმა N2-ების კონტროლი და დადასტურება, როგორც სამშენებლო, ასევე სარემონტო მიმართულებით;
** ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯების აღრიცხვასთან შედარება;
** დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და დამუშავებული პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
** ხარჯების აღრიცხვისა და შესრულებების ასახვა შესაბამის პროგრამაში
** შემოსული სატენდერო წინადადებების ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია - უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
** აუცილებელია ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 25 ნოემბერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე