Робота для біженців з України
პალატის ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პალატის ექთანი
მომწოდებელი: თოდუას კლინიკა
გამოქვეყნდა: 25 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 25 ნოემბერი
"თოდუას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას პალატის ექთნის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დიპლომი;
** ექთნის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;

ზოგადი უნარ-ჩვევები:

** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და სისხარტე.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის მომზადება წინასაოპერაციოდ, მათი მოვლა და მეთვალყურეობა;
** ექიმის დანიშნულების ზედმიწევნით შესრულება.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო განაკვეთი: 09:00 საათიდან 17:00 საათამდე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით);
** მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდლის ქუჩა N13.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@toduaclinic.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე