დასახელება:
სერვის ცენტრის მოლარე
|
მომწოდებელი:
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
|
გამოქვეყნდა: 25 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 25 ნოემბერი
|
შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" აცხადებს ვაკანსიას გონიოში სერვის ცენტრის მოლარის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 780 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)
გრაფიკი: მცოცავი
ბენეფიტები: კონკურენტული ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორაციული ნომერი
ფუნქცია მოვალეობები:
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოება
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება
** კლიენტთა მომსახურების სტანდარტის დაცვა
** სამუშაო დღის ბოლოს სალაროს ნაშთის და სათანადო ფინანსური დოკუმენტაციის გადამოწმება
პიროვნული მახასიათებლები:
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობა
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა
** თავაზიანობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ფულთან მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@socar.ge. სათაურის ველში მიუთითოთ "სერვის ცენტრის მოლარე - გონიო".
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|