Робота для біженців з України
მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ავტოტექნო
გამოქვეყნდა: 25 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 25 ნოემბერი
შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში.
კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.
"ავტოტექნო" წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2023 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 60%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.

კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე "ავტოტექნოს" გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს, მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქვ. ფონიჭალა
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ხელფასი: 5000-6000 ლარი (ფიქსირებული + ბონუსი)

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლას;
** გრძელვადიან თანამშრომლობას;
** კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
** ტრანსპორტირების უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით;
** სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან);
** მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
** 24 + 4 საშვებულებო დღეს;
** შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტოტექნოს მისიის შესაბამისად, ბრენდის ძირითადი კომპონენტების (სლოგანი, ხედვა, ტერმინოლოგია და სხვა) გააზრება, დანერგვა როგორც კომპანიის შიგნით, ასევე საზოგადოებასა და მომხმარებლებისთვის.
** ბრენდინგის დოკუმენტის შემუშავება, დანერგვა, იმპლემენტაცია და მონიტორინგი.
** ავტოტექნოს საცალო, საბითუმო და კორპორატიული გაყიდვების გაზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, ახალი მარკეტინგული არხების მოძიებით, ინოვაციური მარკეტინგული პროექტების დანერგვით და ახალი ლიდების გენერირების გზით.
** კომპანიის, როგორც დამსაქმებლის ბრენდის განვითარება, გახდეს სასურველი სამუშაო ადგილი რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის.
** წლიური მარკეტინგული გეგმის და ბიუჯეტის შემუშავება, ჩამოყალიბებული ამოცანების, მიზნების და მისაღწევი პროდუქტების განსაზღვრებით.
** სტრატეგიული მარკეტინგული დოკუმენტის შემუშავება/დანერგვა აღსრულება და მონიტორინგი.
** კომპანიის ცნობადობის ამაღლებაზე პერმანენტული მუშაობა, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
** სოციალური კამპანიების ინიცირება კომპანიის პოზიტიური კუთხით წარმოჩენისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით.
** სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
** სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიების ეფექტიანობის შესწავლა, ანალიზის გაკეთება და ხელმძღვანელთან ინიცირება, შესაბამისი ჩანაწერებით.
** მარკეტინგულ მარაგებში მოსალოდნელი დეფიციტების შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება და მარაგების შევსებაზე ზრუნვა, კომპანიაში არსებული წესების მიხედვით.
** რეპორტინგის სრულყოფილებისთვის საჭირო პროგრამული-ტექნიკური დავალებების ინიცირება და სხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word);
** 1C, Bitrix, Amo-CRM, IKKO-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება ორგანიზაციული განვითარების სპეციალისტთან;
** გასაუბრება განყოფილების ხელმძღვანელთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი".

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე