Робота для біженців з України
შეკვეთების დამუშავების ჯგუფის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეკვეთების დამუშავების ჯგუფის თანამშრომელი
მომწოდებელი: ზუმერი
გამოქვეყნდა: 25 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 25 ნოემბერი
კომპანია ზუმერი აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების დამუშავების ჯგუფის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (წერეთლის #1)

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (5 დღე კვირაში, დღეების შეთანხმება შესაძლებელია)

ჩვენ გთავაზობთ:

** ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას;
** ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** სამუშაო გარემოს, სადაც გექნებათ საშუალება განახორციელოთ თქვენი იდეები;
** კორპორატიულ ბენეფიტებს (დაზღვევა, ფიტპასი და სხვა)

ძირითადი მოვალეობები:

** ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და ორგანიზებულ ადამიანებს, რომელთაც სურვილი აქვთ სწავლისა და განვითარების, გამოცდილება აუცილებელი არ არის, ჩვენ გასწავლით;
** გაყიდვებისთვის ყოველდღიურად შემოსული შეკვეთების დამუშავება;
** პროდუქციის შეფუთვა სტანდარტის/ინსტრუქციის შესაბამისად;
** გასაგზავნად მომზადებული შეკვეთის კურიერისთვის გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;

პიროვნული მახასიათებლები:

** ყურადღებიანი
** დეტალებზე ორიენტირებული
** პუნქტუალური
** დისციპლინირებული
** ენერგიული

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება სამი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

წარმატებას გისურვებთ!

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/quzoaq85DR
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე