დასახელება:
მარკეტინგის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ბი-ემ-ესი
|
გამოქვეყნდა: 25 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 25 ნოემბერი
|
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
ვებგვერდი: http://www.bms.ge
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი N64
სამუშაო განრიგი: კვირაში 40 საათი, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00სთ.
ანაზღაურება: შეთანხმებით
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბაზრის/კონკურენტების კვლევა და ანალიზი;
** ბრენდის განვითარების დაგეგმვა და ანალიზი;
** ბრენდის სასიცოცხლო ციკლის მართვა და განვითარება;
** ბრენდის პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავება/განვითარება;
** გაყიდვების ანალიზი და პროგნოზირება;
** გაყიდვების გეგმების შედგენა, მონიტორინგი, სტიმულირება;
** მერჩედაიზინგის მონიტორინგი და მათთვის რეკომენდაციების მიცემა (გაყიდვების დეპარტამენტთან ერთად);
** მარაგების მართვა;
** ფასწარმოქმნის საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება;
** ბიუჯეტის შედგენა, მენეჯმენტთან შეთანხმება და მართვა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავს დარგში;
** სასურველია ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა (მინიმუმ B2 დონე);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი;
** გუნდური მუშობის უნარი.
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge
გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
Tel: 595089796
გისურვებთ წარმატებებს!
"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს "ბიემესმა" შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
|
|
|
|