Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=592445&print=yes&view=jobs
 
ფრონტ ოფისის კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფრონტ ოფისის კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელი
მომწოდებელი: Evolvexe
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
"ევოლვექსი" აცხადებს ვაკანსიას ფრონტ ოფისის კლიენტთა მომსახურების წარმომადგენლის პოზიციაზე.

აგენტს ევალება გაუწიოს ტექნიკური და თეორიული დახმარება მომსახურების ცენტრის ვიზიტორებს ქართულ ენაზე. აუხსნას კონკრეტული აპლიკაციის გამოყენების წესები და დაეხმაროს მომხმარებლებს სისტემაში რეგისტრაციის გავლაში. ასევე მოახდინოს მარტივი ხასიათის ინსპექციების ჩატარება და აღწეროს მიღებული მონაცემები.

მოვალეობები:

** კლიენტთა მომსახურება;
** თეორიულ და ტექნიკურ საკითხებზე პასუხის გაცემა;
** ზოგადი ინსპექტირების ჩატარება და მონაცემების აღწერა;
** მონაცემების გადამოწმება სპეციალურ გუნდთან;
** კომუნიკაცია მენეჯერთან, სიახლეების და უკუკავშირის მიღება.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ოპერატიულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალურ და მეგობრულ გარემოს;
** დეტალურ ტრენინგს;
** 15 სამუშაო დღეს თვის განმავლობაში;
** 850 GEL გროსი + ბონუსი;
** 1 თვის სამუშაო გრაფიკის წინასწარ განსაზღვრას;
** სხვა აგენტებთან ცვლების გაცვლის შესაძლებლობას;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გადადით მოცემულ ბმულზე და ატვირთეთ თქვენი რეზიუმე: https://hel-ai.com/apply/agvpe8Ob

კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: info@evolvexe.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია