Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
კომპანია "ჯიბე Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს

სამუშაო ადგილი: თბილისი, თორნიკე ერისთავის N 9
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, თვეში 2 შაბათი - 10:00-14:00
ანაზღაურება: 1300 ლარი (მზარდი)

ფუნქცია-მოვალეობები:

** დადგენილი გრაფიკის მიხედვით შეკვეთების განხორციელება
** დადგენილი გრაფიკის მიხედვით მომწოდებლებისათვის შეკვეთების დროულად და ზუსტად მიწოდება
** მომწოდებელსა და მიმღებს შორის, ზუსტი და ოპერატიული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა
** ცენტრალური და მაღაზიის საწყობიდან პროდუქციის მიღებასთან დაკავშირებული ყოველდღიური შეტყობინებების ანალიზი და მასზე მყისიერი რეაგირება
** ცენტრალურ და მაღაზიის საწყობთან მუდმივი კომუნიკაცია ნაშთების და პროდუქციის მიღების გრაფიკის ცვლილების თაობაზე
** სასაქონლო მარაგების ანალიზი: ჭარბი ნაშთებისა და დეფიციტის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება, კომპანიაში არსებული წესების დაცვით
** შეკვეთების პროგრამული ასახვის უზრუნველყოფა
** უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, სამუშაო პროცესთან დაკავშირებული, მიმდინარე ამოცანების და პრობლემების ანალიზი და გადაჭრის გზების დასასხვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით
** სასურველია სფეროში მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით ექსელის ცოდნა
** კანდიდატისთვის უპირატესობად ჩაითვლება ძლიერი მათემატიკური უნარები
** კანდიდატისთვის უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა "აპექსის" ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მისამართზე: HR@jibe.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე