Робота для біженців з України
HR ადმინისტრირების უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR ადმინისტრირების უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 600-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მართავს.
"ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 24 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 8500-მდე ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.
თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას HR ადმინისტრირების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომელთა მიღება-გათავისუფლების, პოზიციური ცვლილების პროგრამული და დოკუმენტური ადმინისტრირება;
** თანამშრომელთა დასწრების აღრიცხვიანობის წარმოება;
** თანამშრომელთა შვებულებების და ბიულეტენების მონიტორინგი;
** მატერიალური დოკუმენტაციის (ასეთის არსებობის შემთხვევა) გაციფრულების პროცესში აქტიური ჩართულობა;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, მოწესრიგება, დაარქივება;
** ახალი თანამშრომლის ონბორდინგის პროცესში მონაწილეობა, USER-ის შექმნა, პირადი პორტალის მართვა;
** საშტატო განრიგის შემუშავება, იმპლემენტაცია და კომპანიის ორგანიზაციულ სტრუქტურასთან შესაბამისობის კონტროლი;
** ბანკთან ურთიერთობა საბარათე უზრუნველყოფის მიზნით;
** ადმინისტრირების კუთხით სხვადასხვა ტიპის ანგარიშების წარმოება;
** მონაცემთა ანალიზი და უშალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი;
** თანამშრომელთა ბენეფიტების სისტემის მართვა;
** სადაზღვევო კომპანიასთან აქტიური თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** პროგრამა VABACO-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება სს "ნიკორა ტრეიდისა" ს/კ 206255808 და უფლებამოსილი პირის - შპს "თი.დი.ჯი კონსალტინგის" ს/კ 405123049 (რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ქუჩიშვილის ქ., N 18, სართული 1, საოფისე ფართი N2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე info@nikoratrade.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორა ტრეიდის" ს/კ 206255808 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე -  jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "HR ადმინისტრირების უფროსი სპეციალისტი ".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე