Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=592283&print=yes&view=jobs
 
უფროსი გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს, მადარტის გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!

დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer
გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/

კომპანია მადარტი აცხადებს ვაკანსიას უფროსი გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე!

შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე ამიტომ ნუ გადადებ!

აღნიშნულ პოზიციაზე მოსახვედრად შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:

** ელ.ფოსტაზე შემოსული რეზიუმეებისა და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზავნილი ინფორმაციის/რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტთან;
** პროექტული დავალება;
** გასაუბრება დირექტორთან და ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელთან

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის Facebook/Instagram გვერდისთვის სარეკლამო მასალის დიზაინის შემუშავება და მათი გრაფიკული ვიზუალიზაცია;
** გარე სარეკლამო ბანერების, ბილბორდების, ლაითბოქსების ვიზუალური მასალის მომზადება;
** ბრენდის განვითარებისთვის ახალი იდეებისა და ხედვების შემოთავაზება;
** მარკეტინგული კამპანიებისთვის ვიზუალების შემუშავება;
** ფოტო კონტენტის დამუშავება;
** Gif ბანერების დამზადება
** ორგანიზაციის საქმიანობის და მისი პროდუქტების შესახებ გრაფიკული მასალების დამზადება;
** საბეჭდი სარეკლამო მასალებისთვის დიზაინის შექმნა;
** ვებ-კონტენტის და ელექტრონული არხებისთვის დიზაინის შექმნა
** ვიდეოს კონვერტირება და მონტაჟი (სასურველია)

ჩვენ ვითხოვთ:

** განათლებას მარკეტინგის/გრაფიკული დიზაინის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიან გამოცდილებას;
** კომპიუტერული პროგრამების Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe InDesign, CorelDraw... ცოდნას

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე;

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitapass - ით სარგებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** პარკირების შეუფერხებლობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;

რეზიუმეების მიღება განხორციელდება 20 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@madart.ge

შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.

იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@madart.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია