Робота для біженців з України
მაღაზიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ევროპული სკოლა
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
შპს "ევროპული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

სკოლის შესახებ:

ევროპული სკოლა არის საერთაშორისო CIS აკრედიტებული სკოლა, რომელიც სთავაზობს თავის მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს - საბავშვო ბაღი, ქართული პროგრამა, IB (PYP / MYP / DP) და ამერიკული უმაღლესი სკოლა.

პოზიციის მიზანი:

ევროპული სკოლის მაღაზიის გუნდის მართვა, რაც უზრუნველყოფს მაღაზიაში მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას, გაყიდვების დინამიკის გაუმჯობესებას და მართვას. მაღაზიის მენეჯერი წარმოადგენს შუამავალ რგოლს სკოლის ხელმძღვანელობასა და მაღაზიის თანამშრომლებს შორის, უზრუნველყოფს პოზიტიურ კომუნიკაციას სკოლის თანამშრომლებთან და მომხმარებელთან. ანგარიშვალდებულია უშუალო ხელმძღვანელთან.

მაღაზიის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში არსებული პროდუქციის აღწერა და შესაბამისი მატერიალური პასუხისმგებლობა;
** მაღაზიის სასაქონლო მარაგის დადგენილი წესის შესაბამისად მართვა;
** მომხმარებლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
** ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
** სალარო პროცედურების ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფა;
** მაღაზიის პერსონალის მართვა;
** მაღაზიის დარბაზის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოწყობა;
** გაყიდვების ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში;
** კომპანიის მიერ დამტკიცებული პოლიტიკისა და პროცედურების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების სფეროში);
** ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური, აქტიური, თავაზიანი, ორგანიზებული, მოწესრიგებული;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი

სამუშაო გამოცდილება:

** გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;

სამუშაო გრაფიკი:

კვირაში ხუთი სამუშაო დღე, დასვენების დღეებია შაბათ-კვირა.
სამუშაო დრო განისაზღვრება 10:00 დან 18:00 სთ.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@europeanschool.ge, ვაკანსიის ველში მიუთითეთ "მაღაზიის მენეჯერი" ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე 032 2 39 59 64;

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე