Робота для біженців з України
ფართების მოძიების უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფართების მოძიების უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 600-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მართავს.

"ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 24 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 8500-მდე ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.
თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ფართების მოძიების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** თბილისსა და რეგიონებში სტრატეგიულად საინტერესო ფართების მოძიება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
** მოძიებული ფართების იურიდიული და ფიზიკური მდგომარეობის დადგენა/პირველადი შეფასება;
** ფართის შეფასების პროცესში შესაბამისი კომუნიკაცია ტექნიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებთან;
** მოძიებულ ფართებზე დამატებითი ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და შესაბამისი შიდა ანგარიშის მომზადება;
** მეიჯარეებთან ურთიერთობა, მოლაპარაკების წარმოება;
** ახალი კომერციული ფართების აღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დამუშავება, დაკონტრაქტების სრული ციკლის მართვა;
** პოტენციური საიჯარო ფართების ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება/განვითარება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის ამოცანების, სამუშაო გეგმების დადგენა და შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება სს "ნიკორა ტრეიდისა" ს/კ 206255808 და უფლებამოსილი პირის - შპს "თი.დი.ჯი კონსალტინგის" ს/კ 405123049 (რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ქუჩიშვილის ქ., N 18, სართული 1, საოფისე ფართი N2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე info@nikoratrade.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორა ტრეიდის" ს/კ 206255808 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.
სს "ნიკორა ტრეიდი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ფართების მოძიების უფროსი სპეციალისტი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე